იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით უხელმძღვანელებს #1TVSPORT

17:06, 09.07.2026

იურგენ კლოპი გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით გააფორმებს, – ინფორმაციას „სკაი სპორტი“ ავრცელებს.

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გუნდმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პარაგვაისთან წააგო და იულიან ნაგელსმანმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

კლოპს, მის აგენტსა და საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპი მიმდინარე კვირაში გაიმართება.

„ლივერპულის“ ყოფილი მწვრთნელი ასევე შეწყვეტს თანამშრომლობას „რედ ბულთან“, სადაც ის 2025 წლის იანვრიდან გლობალური ფეხბურთის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

მსგავსი