იურგენ კლოპი - დიეგო სიმეონესთან შედარებით, მე საბავშვო ბაღის პოლიციელი ვარ
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ უნდა გამართოს.
იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მასზე უფრო ემოციური ადამიანია.
„ხალხი ამბობს, რომ მე ემოციური ადამიანი ვარ, – ციტირებს კლოპის სიტყვებს უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი, – მაგრამ დიეგო სიმეონესთან შედარებით, მე საბავშვო ბაღის პოლიციელი ვარ.
„ატლეტიკოს“ ჩვენნაირ გუნდთან ჯერ არ უთამაშია. ჩვენ არ ვგრძნობთ თავს წინა პერიოდის გამარჯვებულებად, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის მოგებაზე გვაქვს პრეტენზია.
„ატლeტიკო“ ისეთი გუნდია, რომლის წინააღმდეგაც მოედანზე საუკეთესო ფორმაში უნდა გახვიდე. ისინი მეტოქეს საჩუქარს არასდროს უკეთებენ. მათთან შანსი გაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმუმს გააკეთებ, წინააღმდეგ შემთხვევაში შანსი არა გაქვს“. – აცხადებს თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩს „ლივერპული“ დღეს, 18 თებერვალს, მადრიდში გამართავს.