იურგენ კლოპი - ჩვენ გვყავს გუნდი, რომლის წინააღმდეგ თამაში არავის სურს #1TVSPORT
იურგენ კლოპი - ჩვენ გვყავს გუნდი, რომლის წინააღმდეგ თამაში არავის სურს #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდი ლიდერობს.

„გენიოსი არ ვარ, რომ ვიწინასწარმეტყველო, რომელი კლუბი გახდება ჩემპიონი ოთხი თვის შემდეგ. მე მხოლოდ ვცდილობ, მოვიფიქრო საუკეთესო გადაწყვეტილებები და იდეები. ზოგჯერ ეს მუშაობს, ზოგჯერ რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის.

ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ ტიტულის მოპოვება შეგვიძლია. ეს რთული სათქმელია, მაგრამ ჩვენ გვყავს გუნდი, რომლის წინააღმდეგ თამაში არავის სურს“, – განაცხადა მერსისაიდელების დამრიგებელმა.

ინგლისის ჩემპიონატში გამართული 21 ტურის შემდეგ „ლივერპული“ სატურნირო ცხრილის ლიდერია და უახლოეს მდევრებს, „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალს“ ხუთი ქულით ასწრებს.