იურგენ კლოპი - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 15 ქულის მოპოვება წარმოუდგენელი შედეგია #1TVSPORT
იურგენ კლოპი - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 15 ქულის მოპოვება წარმოუდგენელი შედეგია #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა 2:0 მოიგო და იტალიური კლუბის წაუგებელი სერია შეწყვიტა.

 

„პრემიერლიგის ბოლო ტურში „ლიდსთან“ წაგების (1:2) შემდეგ, მდგომარეობიდან მალე გამოვედით და „ნაპოლისთან“ მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადეთ. მთავარი იყო მეტოქის ფეხბურთელებისთვის მოედნის მთელ პერიმეტრზე სივრცეები შეგვეზღუდა, რაც შევძელით და მათ თავისი დადებითი მხარეები ვერ გამოავლინეს. დღეს გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე იტალიაში დაპირისპირების დროს.

იოლი თამაში არ გამოვიდა, ყველა ხედავდით, რა შეუძლია „ნაპოლის“. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, აჩვენეს გამბედაობა. შევუტიეთ, სტანდარტული მდგომარეობებიდან ორი გოლი გავიტანეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ.

საერთო ჯამში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 15 ქულის მოპოვება წარმოუდგენელი შედეგია“, – განაცხადა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლი“ 2:0 დაამარცხა და 15 ქულით ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა.