იურგენ ჰარდტი - ბუნდესტაგში დიდი უმრავლესობა ცხადად ამბობს, რომ საქართველო ერთ დღესაც გახდება ევროკავშირის წევრი, გერმანიის მხარდაჭერა ძლიერია
იურგენ ჰარდტი - ბუნდესტაგში დიდი უმრავლესობა ცხადად ამბობს, რომ საქართველო ერთ დღესაც გახდება ევროკავშირის წევრი, გერმანიის მხარდაჭერა ძლიერია

ბუნდესტაგში დიდი უმრავლესობა ცხადად ამბობს, რომ საქართველო ერთ დღესაც გახდება ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ ბუნდესტაგში ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკურმა სპიკერმა, იურგენ ჰარდტმა ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც იურგენ ჰარდტმა აღნიშნა, მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარი მოვლენების შემდეგ გერმანიაში მიმდინარეობს ინტენსიური დებატები, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი სამომავლოდ ევროკავშირში.

„ბუნდესტაგში დიდი უმრავლესობა ცხადად ამბობს, რომ საქართველო ერთ დღესაც გახდება ევროკავშირის წევრი. კანდიდატის სტატუსის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, რადგან ეს არ არის მხოლოდ ბუნდესტაგის გადაწყვეტილება, არამედ მთლიანად ევროკავშირის. არის 12-პუნქტიანი პროგრამა, საქართველო აქტიურად მუშაობს ამაზე და ვფიქრობ, პარლამენტში ყველა პარტია და მთავრობა მუშაობს, ასე ვთქვათ, ორპარტიულ შესრულებაზე, რომ კითხვებს პასუხი გაეცეს. ამიტომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრობის ფორმალური კანდიდატი. გერმანიის მხარდაჭერა ძლიერია. ყველაფერი, რისი შესრულებაც აუცილებელია, რომ გახდე ევროკავშირის წევრი, არის არა მხოლოდ იმისთვის, რომ წევრი გახდე, არამედ კარგია ქვეყნისთვის. თუ დასვამთ შეკითხვებს, რა არის კარგი მთავრობა, რა არის კარგი ეკონომიკა ქვეყანაში, თქვენ ძირითადად შეგიძლიათ, ენდოთ ევროკავშირის წესებს და რეგულაციებს. მაშასადამე, დამოუკიდებლად კითხვისგან – არის თუ არა ევროკავშირში ინტეგრაცია ფორმალური პროცესი, ყველა ზომა და პარლამენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, არის ეს ახლად შექმნილი თუ განახლებული, კარგია მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის.

ეკონომიკურ მაჩველებლებზე დაკვირვებით, არა მხოლოდ ქართველებს, არამედ ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ საქართველო დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა. გერმანიის ბუნდესტაგში ყველა დემოკრატიული პარტია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეა. ახლა მთავარი კითხვაა, როდის იქნება კანდიდატის ფორმალური სტატუსი, რომ გაიხსნას მოლაპარაკების თავები და ასე შემდეგ. მე უპირატესობას მივანიჭებდი, რომ ამ პროცესში საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთად იყვნენ. საქართველოსა და ქართველი პოლიტიკოსების, ბიზნესის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ყველა ქმედება დაუახლოვდა ევროკავშირს, რაც უფრო ამარტივებს თავების დასრულების პროცესს“, – განაცხადა იურგენ ჰარდტმა.