ინგლისის პრემიერლიგაში 23-ე ტური „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „სტოკის“ მატჩით დასრულდა და ჟოზე მოურინიოს გუნდმა შვიდ მატჩამდე გაზარდა თავისი წაუგებელი სერია.
“იუნაიტედმა” უშანსოდ დატოვა ჩემპიონატის ერთ-ერთი აუთსაიდერი. პირველ ტაიმში პოლ პოგბამ ორი საგოლე პასი შეასრულა – მისი გადაცემებით თავი გამოიჩინეს ანტონიო ვალენსიამ და ანტონი მარსიალმა. მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი რომელუ ლუკაკუმ გაიტანა და „მანჩესტერმა“ 3:0 მოიგო.
„იუნაიტედმა“ 50 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და ლიდერ „მანჩესტერ სიტისთან“ ჩამორჩენა 12 ქულამდე დაიყვანა.