„ლაიპციგის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა აღიარა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დამსახურებული იყო. პარიზულმა კლუბმა 3:0 მოიგო და თავის ისტორიაში პირველად ითამაშებს ამ ტურნირის ფინალში.
„პარი სენ-ჟერმენმა“ დაიმსახურა ფინალის საგზური. ჩვენ კარგად ჩავატარეთ 10-12 წუთი, მაგრამ პარიზელებს ისეთი ხარისხი აქვთ, რომ, საბოლოოდ, ისინი აღმოჩდნენ საუკეთესო გუნდი.
პირველ 10 წუთში ჩვენ სამი-ოთხი კარგი მომენტი გვქონდა, აგრეთვე, ორი-სამი სერიოზული შეცდომა. როცა მეორე გოლი გავუშვით, ჩემი გუნდის თავდაჯერება ჩამოიშალა.
ბოლოს და ბოლოს, ეს იყო ხასიათის საკითხი. იმისთვის, რომ ამ დონეზე გამოიჩინო თავი, ბევრი ფაქტორი უნდა მუშაობდეს ერთდროულად. ამ ფაქტორებმა იმუშავეს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, მაგრამ პსჟ-სთან ეს არ გამოვიდა. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ პარიზელები ბევრად აღემატებიან მადრიდელებს“, – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.