„იუესეი თუდეის“ კვლევის მიხედვით, დონალდ ტრამპი „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატებს უსწრებს
„იუესეი თუდეის“ კვლევის მიხედვით, დონალდ ტრამპი „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატებს უსწრებს

იუესეი თუდეის“ კვლევის მიხედვით, დონალდ ტრამპი „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატებს უსწრებს.

ამერიკული ტელეკომპანიისა და საფოლკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი მის ყველა შესაძლო კონკურენტს მინიმუმ სამი და მაქსიმუმ 10 პროცენტით უსწრებს. ყველაზე მცირე სხვაობა არის ტრამპსა და აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის. ტრამპი მას მხოლოდ სამპროცენტიანი სხვაობით ჯობნის.

ვერმონტელ სენატორ ბერნი სანდერსს ტრამპი ხუთი პროცენტით უსწრებს, ხუთი პროცენტით უსწრებს მასაჩუსეტსის სენატორ ელიზაბეთ უორენს, ხოლო ნიუ იორკის ყოფილ მერს, მაიკლ ბლუმბერგსა და დონალდ ტრამპს შორის სხვაობა ცხრა პროცენტია.

მანამდე, საკუთარი კვლევა გამოაქვეყნა „სიენენმა“, რომლის მიხედვითაც ტრამპის იმპიჩმენტის მომხრეთა რაოდენობა ხუთი პროცენტით შემცირდა. დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებას გამოკითხულთა 45 პროცენტი ემხრობა, როცა გასულ თვეს იმპიჩმენტს 50 პროცენტი უჭერდა მხარს.

მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 51 პროცენტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი არასწორად მოიქცა და ძალაუფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტს ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარება მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა 18 დეკემბერს გაიმართება.