იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები დღეიდან იკრძალება
იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები დღეიდან იკრძალება

იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები დღეიდან იკრძალება.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ე.წ. სოციალური ღონისძიებები როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში აიკრძალება.

ამასთან, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტეს, დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა ათ კაცს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს, აქაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

„აქ იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ, რადგან დახურულ სივრცეში აქამდე ეს შეზღუდვები ისედაც არსებობდა“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები.

„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად დაიცვან წესები, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.