იტალიური პრესა - ჰემილტონი 2025 წელს „ფერარის“ პილოტი გახდება #1TVSPORT
იტალიური პრესა - ჰემილტონი 2025 წელს „ფერარის“ პილოტი გახდება #1TVSPORT

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, ლუის ჰემილტონმა, შესაძლოა, სხვა გუნდში გააგრძელოს კარიერა.

როგორც იტალიური გაზეთი Corriere della Sera-ი წერს, „მერსედესის“ 39 წლის პილოტი 2025 წლის სეზონისთვის „ფერარიში“ გადავა, სადაც შეეცდება სარეკორდო მერვე ტიტულის მოგებას.

აღნიშნავენ, რომ იტალიურ გუნდში ბრიტანელი შეცვლის კარლოს საინსს, რომელსაც ჯერაც არ გაუგრძელებია მიმდინარე კონტრაქტი „ფერარისთან“.