იტალიური პრესა – „ჩელსიმ“ და „იუვენტუსმა“ იგუაინის ტრანსფერზე მოილაპარაკეს

10:07, 05.07.2018

„იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი ახლოს არის „ჩელსიში“ ტრანსფერთან.

ლონდონელებს 30 წლის ფორვარდისთვის დაახლოებით 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ეს ინფორმაცია იტალიურმა გამოცემა Sport Mediaset-მა გაავრცელა.

აღნიშნავენ, რომ „იუვენტუსი“ იგუაინში აღებულ ფულს კრიშტიანუ რონალდუს შეძენაში დახარჯავს.

„ჩელსიში“ იგუაინის ხილვა სურს მაურიციო სარის, რომელიც, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს ჩაუდგება სათავეში ლონდონურ კლუბს. იტალიელი მწვრთნელი იგუაინთან „ნაპოლიში“ მუშაობისას თანამშრომლობდა.

მსგავსი