იტალიური მოდის კომპანია „პრადა“ კონკურენტ „ვერსაჩეს“ 1.4 მილიარდ დოლარად ყიდულობს
იტალიური მოდის კომპანია „პრადა“ კონკურენტ „ვერსაჩეს“ 1.4 მილიარდ დოლარად ყიდულობს. ეს ნიშნავს, რომ იტალიური მოდის ორი დიდი სახელი გაერთიანდება.
როგორც „როიტერი“ წერს, „პრადა“ ცდილობს გაფართოებას ფუფუნების საგნებზე მოთხოვნის შემცირების საპასუხოდ, ხოლო „ვერსაჩე“ ზარალზე მუშაობდა, შერწყმა კი გაააძლიერებს იტალიას ამ ინდუსტრიაში.
გარიგება მოჰყვა 13 მარტის განცხადებას, რომ დონატელა ვერსაჩე ტოვებდა გარდაცვლილი ძმის, ჯანის მიერ დაარსებული ბრენდის მთავარი კრეატიული ოფიცრის თანამდებობას.