იტალიური მედიის ცნობით, იტალიაში ქართველი მამაკაცი შინაპატიმრობიდან გაიქცა და რამდენიმე ადამიანის გაქურდვა სცადა

11:20, 26.06.2020

იტალიაში ქართველი მამაკაცი შინაპატიმრობიდან გაიქცა და რამდენიმე ადამიანის გაქურდვა სცადა.

იტალიური მედიის ცნობით, ინციდენტი პისტოიას პროვინციაში მდებარე ქალაქ მონტეკატანიში მოხდა.

გამოძიების ცნობით, ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილმა ელექტრონული სამაჯური გადაჭრა და სახლიდან გაიქცა. ამის შემდეგ მან რამდენიმე მანქანის შუშა ჩაამსხვრია და მიმალვა სცადა. მოგვიანებით, მან ქალს მანქანა გასტაცა, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა. დაკავებული ამჟამად პისტოიას ციხეში იმყოფება.

მსგავსი