იტალიური მედია - სანდრო ტონალი მზადაა, „ნიუკასლი“ დატოვოს #1TVSPORT
იტალიური მედია - სანდრო ტონალი მზადაა, „ნიუკასლი“ დატოვოს #1TVSPORT

იტალიელი ნახევარმცველი სანდრო ტონალი მზადაა, ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი „ნიუკასლი“ დატოვოს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Gazzetta ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ტონალი „ნიუკასლში“ თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს. ის თავის მომავალთან დაკავშირებით ნებისმიერი კლუბის წინადადებას მოუსმენს.

იტალიის ნაკრების ფეხბურთელი ბრიტანულ გუნდში სათამაშოდ 2023 წელს, დაახლოებით, 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ „მილანიდან“ გადავიდა, მისი მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდეა გათვლილი.

გადასვლიდან რამდენიმე თვეში 24 წლის ტონალი აზარტულ თამაშებში მონაწილეობის გამო 8-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა.