იტალიური მედია - რასპრადორის თამაში და კვარაცხელიას სკამზე დატოვება კონტრპროდუქტიულია #1TVSPORT
იტალიური მედია - რასპრადორის თამაში და კვარაცხელიას სკამზე დატოვება კონტრპროდუქტიულია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ფორმით მიმდინარე სეზონში სადებიუტო შეხვედრა „სასუოლოსთან“ შეცვლაზე ჩაატარა – ამის გამო იტალიურ მედიაში ეჭვი გაჩნდა, რომ ქართველის თავს „ნაპოლიში“ რაღაც ხდება. ამის შესაახებ ტელეკომენტატორმა ენრიკო ფედელემ რადიო Radio Marte-ის ეთერში ისაუბრა.

„ფიზიკურმა პრობლემებმა სერია A-ს პირველ მატჩში „ფროსინონესთან“ ქართველს მოედანზე გასვლაში ხელი შეუშალა. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ რუდი გარსიას ეს გადაწყვეტილება ჯაკომო რასპადორის ფაქტორითაა ნაკარნახები.

რუდი გარსია ორი მნიშვნელოვანი მოთამაშის გამოყენებას ცდილობს, როგორებიც არიან ხვიჩა კვარაცხელია და ჯაკომო რასპადორი. ის, რაც გარსიამ კვარაცხელიას უთამაშებლობზე თქვა, ჩემთვის სისულელეა. მხედველობაში მაქვს, მწვრთნელის მზადყოფნა, ტრავმის შემდეგ კვარაცხელიას მდგომარეობა მართოს. 77 ნომერი არ თამაშობს, რადგან, ჩემი აზრით, კვარაცხელიას საკითხის „კვანძის“ გახსნაში მთავარი რასპადორის ფაქტორია“, – ამბობს ენრიკო ფედელე.

დაახლოებით მსგავსი ეჭვი Repubblica-ს ჟურნალისტმა, ანტონიო კორბომ გამოთქვა.

რასპადორი 50%-ით მომეწონა. არ მესმის, რატომ არის საჭირო იმის შემოწმება, ჯაკომო ძლიერია თუ არა. ის ძლიერია, მაგრამ მაშინ უნდა გამოიყენო, როცა „ნაპოლის“ სჭირდება და არა – პირიქით. რეალური პრობლემა რასპრადორის ტაქტიკურ სქემაში სწორად გამოყენებაა. რასპადორის საჯარიმოსთან ახლოს უწევს თამაში, შემოქმედებითი ფეხბურთელია და დარტყმაც ეხერხება. აი, სად შეუძლია, თავი გამოიჩინოს. ის კარგად ეწერება გუნდში, რომელსაც „სკუდეტოს“ მოგება სურს, მაგრამ დაჟინებით მისი თამაში, ხოლო კვარაცხელიას სკამზე ერთი საათით დატოვება კონტრპროდუქტიულად მეჩვენება“, – ამბობს Repubblica-ს ჟურნალისტი.