კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სეზონი დაასრულა და ევროთასების გარეშე დარჩა #1TVSPORT
კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სეზონი დაასრულა და ევროთასების გარეშე დარჩა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სერია A-ს ბოლო ტურში „ლეჩეს“ უმასპინძლა, მხოლოდ ქულა მოიპოვა და ევროთასებზე გასვლის რეალური შანსი დაკარგა – 0:0.

იტალიის ჩემპიონატის 38-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ გაიმართა, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრების ლიდერი გააქტიურდა და მეორე ნახევარში „ლეჩეს“ კარს სამჯერ ძალიან მწვავედ შეუტია, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და, 11 გოლთან ერთად, ანგარიშზე 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ახლა კი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგება.

„ნაპოლიმ“ 53 ქულა დააგროვა და სერია A-ს სატურნირო ცხრილი მეათე ადგილზე დაასრულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნეაპოლელები, ბოლო 10 წელიწადში პირველად, ევროთასებზე ვერ ითამაშებენ, „ფიორენტინამ“ კოფერენს ლიგის ფინალიც რომ მოიგოს.