იტალიური მედია – მოურინიო შესაძლოა, კონტემ შეცვალოს

08:57, 24.08.2018

„ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩაიბაროს, – ამტკიცებს Football Italia.

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გუნდში დაძაბული სიტუაციით, რაც უკავშირდება ჟოზე მოურინიოსა და ნახევარმცველ პოლ პოგბას შორის კონფლიქტს და ამიტომაც განიხილავს 49 წლის იტალიელს გუნდის დამრიგებლის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად.

მანამდე დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატია „რეალის“ ყოფილი დამრიგებელი ზინედინ ზიდანი.

მსგავსი