იტალიური მედია - ლივერპულთან მატჩის შემდეგ, ნაპოლის ფორვარდი იარაღის მუქარით გაძარცვეს
„ნაპოლის“ ფორვარდი, არკადიუშ მილიკი, „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩის შემდეგ, შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
CalcioNapoli24.it-ის ჟურნალისტმა, კლაუდიო რუსომ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ, როდესაც მილიკი სტადიონიდან შინ ბრუნდებოდა, მას სახეზე პისტოლეტი მიაბჯინეს და Rolex-ის მარკის საათი წაართვეს.
„ნაპოლიმ“ „ლივერპული“ 1:0 დაამარცხა და ორი ტურის შემდეგ, C ქვეჯგუფს ლიდერობს.