იტალიური მედია - კვარაცხელიას „ნაპოლის“ კონტე გაწვრთნის - სამწლიანი კონტრაქტი შეთანხმებულია #1TVSPORT
იტალიური მედია - კვარაცხელიას „ნაპოლის“ კონტე გაწვრთნის - სამწლიანი კონტრაქტი შეთანხმებულია #1TVSPORT

იტალიური ტელეკომპანია Rai იუწყება, რომ „ნაპოლიმ“ ანტონიო კონტესთან შეთანხმებას მიაღწია და ცნობილი მწვრთნელი გუნდთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

კონტე მზად არის, „ნაპოლიში“ იმუშაოს. მხარეები სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, ფინანსური საკითხიც შეთანხმებულია, მაგრამ დეტალები ჯერ უცნობია“, – აცხადებს Rai Sport-ის ტრანსფერების სპეციალისტი ჩირო ვენერატო.

სხვა გამოცემები, მათ შორის Calcionapoli24, ვარაუდობენ, რომ ახალი მწვრთნელი ნეაპოლში სეზონში, დაახლოებით, 6,5 მილიონ ევროს მიიღებს.

„ნაპოლის“ ამ სეზონში სამი დამრიგებელი ჰყავდა: რუდი გარსია, ვალტერ მაცარი და ახლა ფრანჩესკო კალცონა, ხოლო კონტემდე განიხილებოდა ვინჩენცო იტალიონოსა და სტეფანო პიოლის კანდიდატურები, მაგრამ კონტე დე ლაურენტისის ფავორიტად დარჩა.

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი უმუშევარია მას შემდეგ, რაც „ტოტენჰემი“ მოულოდნელად დატოვა პრემიერლიგის 2022-23 წლების სეზონის მეორე ნახევარში. ლონდონში გადასვლამდე კონტემ მოიგო ჩემპიონის ტიტული ბოლო სამ გუნდთან – მილანის „ინტერთან“, „ჩელსისა“ და „იუვენტუსთან“ ერთად.