იტალიური მედია – ჯორჯია მელონი აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ბლოკავს

11:57, 28.10.2026

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ბლოკავს,  – ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

გამოცემა Il Giornale d’Italia-ს ინფორმაციით, იტალიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-13 პაკეტის საკითხი კვლავ შეჩერებულია.

როგორც მედია იუწყება, იტალიის პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილების მიღებამდე აშშ-ში 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგებს ელოდება.

გამოცემა არ აკონკრეტებს, არჩევნების რა შედეგმა შეიძლება შეუწყოს ხელი გადაწყვეტილების მიღებას. არც ის არის ცნობილი, გაიგზავნება თუ არა დახმარების პაკეტი კენჭისყრის დასრულებისთანავე.

მანამდე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკვე მზად არის.

მსგავსი