იტალიური მედია - გიორგი კვერნაძით სერია B-ს ლიდერი დაინტერესდა #1TVSPORT
იტალიური მედია - გიორგი კვერნაძით სერია B-ს ლიდერი დაინტერესდა #1TVSPORT

იტალიური სერია B-ს ლიდერი „ფროზინონე“ გიორგი კვერნაძის ტრანსფერით დაინტერესდა და, დიდი ალბათობით, ახალი სეზონის დაწყებამდე დაიმატებს, – ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი ავრცელებს.

„ფროზინონე“ და კვერნაძე – მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან

„გიორგი კვერნაძის ტრანსფერით „ფროზინონე“ დაინტერესდა. ბათუმის „დინამოს“ საკუთრებაში მყოფი გარემარბი, დიდი ალბათობით, გუნდს მომავალი ჩემპიონატის დაწყებამდე გააძლიერებს. სავარაუდოდ, ტრანსფერი მას შემდეგ შედგება, რაც გუნდის სერია A-ში გადავა“, – წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში პირველად საქართველოს პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია 20 წლის გიორგი კვერნაძეზე, რომელზეც იტალიელმა მენეჯერმა, კრისტაინ ძაკარდომ განაცხადა, რომ „ნაპოლი“ კიდევ ერთ ქართველ მოთამაშეს აკვირდებოდა.

საქართველოდან პირდაპირ იტალიის ჩემპიონატის ლიდერ „ნაპოლიში“ გადასვლა არარეალურია, ამიტომ იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის კვერნაძეს შედარებით დაბალი დონის გუნდში გადასვლას სთავაზობენ.

„ფროზინონე“ სერია B-ს ლიდერია – 31 ტურის შემდეგ გუნდი 63 ქულით პირველ ადგილზეა და ასწრებს „ჯენოას“ (59) და „ბარის“ (53).