იტალიის რეგიონ ტოსკანას გუბერნატორმა, ენრიკო როსიმ კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა.
პირველი გამოჯანმრთელებული გახდა სერია C-ს კლუბ „პიანეზეს“ ერთ-ერთი ფეხბურთელი. ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ ამ გუნდის სამი მოთამაშე და ერთი თანამშრომელი კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი.
„სიენას უნივერსიტეტის საავადმყოფოს წარმომადგენლებმა შემატყობინეს 23 წლის ფეხბურთელის სრულიად უარყოფითი ტესტის შესახებ. ის სრულად გამოჯანმრთელდა – როგორც კლინიკური, ასევე ვირუსული თვალსაზრისით“, – განაცხადა როსიმ.
ამ მომენტისთვის, იტალიაში გამოვლენილია კორონავირუსის 7375 შემთხვევა. 366 ადამიანი დაიღუპა.