იტალიური გამოცემის ინფორმაციით, იტალიელი სამხედრო ნატო-ს საიდუმლოებებს 5 000 ევროდ ყიდდა
იტალიური გამოცემის ინფორმაციით, იტალიელი სამხედრო ნატო-ს საიდუმლოებებს 5 000 ევროდ ყიდდა

იტალიაში დაკავებული სამხედრო მოსამსახურე ნატო-ს საიდუმლოებებს 5 000 ევროდ ყიდდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა „კორეიერე დე ლა სერა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჟამად იტალიის საზღვაო ძალების ხომალდის კაპიტანი კონფიდენციალური დოკუმენტების რუსი სამხედრო მოსამსახურისთვის გადაცემის ბრალდებით არის დაკავებული.

ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის ბინიდან ამოღებული მასალებით ირკვევა, რომ იტალიური დოკუმენტების გარდა, დაკავებული რუს სამხედროს ნატო-ს საიდუმლო დოკუმენტაციასაც აწვდიდა, რითაც საფრთხეს უქმნიდა როგორც იტალიის, ისე სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას.

სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურს შიდა დაზვერვამ რამდენიმე თვის წინ მიაწოდა. როგორც ირკვევა, ბრალდებული იტალიელი კაპიტანი და რუსი სამხედრო, რომელსაც ის დოკუმენტებს გადასცემდა, დანაშაულის მომენტში დააკავეს.

მომხდარის გამო, იტალიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა.