იტალიური გამოცემა - „სპეცია“ ივა გელაშვილის ტრანსფერს არ გამოისყიდის #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - „სპეცია“ ივა გელაშვილის ტრანსფერს არ გამოისყიდის #1TVSPORT

სეზონის დასრულების შემდეგ ივა გელაშვილი „სპეციას“ დატოვებს, რადგან კლუბი მის ტრანსფერს არ გამოისყიდის – ინფორმაციას Cittadellaspezia ავრცელებს.

„სეზონის დასრულების შემდეგ პირველი ტრანსფერი ივა გელაშვილს უკავშირდება. ის საქართველოში დაბრუნდება. ქართველმა მცველმა სერია B-ში მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა, „მოდენასთან“ გოლი გაიტანა და ბოლო წუთებზე გუნდს ქულა მოუტანა, მაგრამ კლუბი თავის საჭიროებაში ბოლომდე ვერ დაარწმუნა. „სპეცია“ გელაშვილის ტრანსფერს არ გამოისყიდის და ის ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდება (აქვე დავაზუსტებთ, რომ იტალიურ გამოცემაში გავრცელებულ ცნობაში უზუსტობაა, ივა გელაშვილი „იბერიის“ ფეხბურთელია და ბათუმის „დინამოში“ იჯარით თამაშობდა).

„მოდენასთან“ მიღებული წითელი ბარათის შემდეგ, მომდევნო თვეების განმავლობაში 23 წლის ფეხბურთელმა „სპეციაში“ სულ რაღაც 4 წუთი ითამაშა, რაც ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ კლუბმა მისი ტრანსფერი გამოისყიდოს“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.

GeoTeam-ი კი სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებს – ივა გელაშვილი სეზონის ბოლოს ბელგიის ჩემპიონატის ერთ-ერთ გუნდს შეუერთდება. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ქართველი მცველი კარიერას, მაგრამ „სპეციადან“ რომ წავა, ამას ყველა წყარო ადასტურებს.