იტალიური გამოცემა მამარდაშვილზე წერს - ქართველი ვარსკვლავი მზადაა ევროპაში გადასასვლელად, ის „მანჩესტერსა“ და „რომაზე“ ოცნებობს #1TVSPORT
იტალიური გამოცემა მამარდაშვილზე წერს - ქართველი ვარსკვლავი მზადაა ევროპაში გადასასვლელად, ის „მანჩესტერსა“ და „რომაზე“ ოცნებობს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კანდიდატს, „ლოკომოტივის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს იტალიურმა ინტერნეტ-პორტალმა grandhotelcalciomercato-მ წერილი მიუძღვნა და იტალიურ საფეხბურთო სამყაროს ნიჭიერი ქართველი მეკარის პერსპექტივას აცნობს.

„ევროპა, მე მოვდივარ!“ მამარდაშვილი საქართველოდან კარიერის აწყობაზე ოცნებობს.

ყოველთვის სასიამოვნოა როდესაც მამიდან შვილზე გადადის ღირებულება, მისწრაფებანი, საქმიანობა. მამარდაშვილებს სამშობლოში კარგად იცნობენ. ჩვენ საქართველოში ვართ, დავითი (მამა) ასწავლის გიორგის, თუ რა უნდა გააკეთოს, რომ ჩემპიონატის საუკეთესო 1 ნომერი გახდეს. 43 წლის დავითი ახლა მუშაობს ქუთაისის ტორპედოს მეკარეების მწვრთნელად და საუკეთესო კლუბებში თამაშობდა. თავისუფალ დროს ის ავარჯიშებს 20 წლის გიორგის, რომელიც „ლოკომოტივშია“. ის იჯარით გადავიდა თბილისის „დინამოდან“, რომელიც მთელ ლიგაში ერთ-ერთი უძლიერესია.“

„ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაუმჯობესებელი. მაგალითად, ფეხით თამაში.. მეკარისთვის, კონცენტრაციით დაწყებული, ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია. ეს კი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა დაელაპარაკოთ მამაჩემს. ამის გამო ყოველთვის მსაყვედურობდა და იმეორებდა, რომ ყურადღება მეფანტებოდა. რამდენიმე წლის წინ მას ჩემი თამაში არ მოსწონდა. ახლა? მხოლოდ კომპლიმენტები მესმის. ალბათ იმიტომ, რომ ციფრები თავისთავად მეტყველებს”, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი, რომელიც უკვე ბევრი ევროპელი დამკვირვებლის სიაშია.

მამარდაშვილი საქართველოს ეროვნული ლიგის გუნდის სასტარტო შემადგენლობის მეკარეა. 2020 წელს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი თამაში ჩაატარა, ოთხი გოლი გაუშვა და ქართული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული ფეხბურთელია.

„მე ევროპაში თამაშზე ვოცნებობ. ეს არაა მხოლოდ ცნობადობის და პრესტიჟის საკითხი, არამედ იმიტომ, რომ რაც უფრო მაღალ დონეზე თამაშობ, მით უფრო მაღალი შანსია, კლასი გააუმჯობესო“, – აღიარებს მამარდაშვილი.

სად ისურვებდა თამაშს? გიორგიმ ამ კითხვაზეც უპასუხა.

„მე მიყვარს ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატები. ოთხ მეკარეს გამოვარჩევ – ჩემი ფავორიტი ნოიერია, ასევე ალისონი, კურტუა და ბუფონი. რაც შეეხება გუნდებს, უპირველესად, ორი მომწონს – „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რომა“. ამ გუნდის აგენტები თუ შემომთავაზებენ იტალიაში გადასვლას? ვნახოთ“.