იტალიური გამოცემა – „იუვენტუსი“ თავდამსხმელების დამატებაზე ფიქრობს, ტურინელთა სატრანსფერო სიაში გიორგი მიქაუტაძეცაა #1TVSPORT
იტალიური გამოცემა – „იუვენტუსი“ თავდამსხმელების დამატებაზე ფიქრობს, ტურინელთა სატრანსფერო სიაში გიორგი მიქაუტაძეცაა #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსი“ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მთავარ კანდიდატად ვიქტორ ოსიმენს განიხილავს. ტურინელები, ასევე, საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს აკვირდებიან – ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.

„ტურინის „იუვენტუსი“ დუშან ვლაჰოვიჩისა და რანდალ კოლო მუანის შესაძლო ტრანსფერისთვის ემზადება, რაც ახალი შემტევების დამატების საჭიროებას ქმნის.

ბიანკონერიოსიმენის (ამჟამად იჯარით თურქეთის ჩემპიონ „გალათასარაიში“ თამაშობს) შეძენით არის დაინტერესებული, რომელიც სეზონის ბოლოს „ნაპოლის“ დატოვებს.

ნიგერიელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა, ამიტომ „იუვენტუსი“ სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, მათ შორის, არიან ​ვიქტორ ბონიფაცი, გიორგი მიქაუტაძე და არნო კალიმუენდო, – წერს იტალიური გამოცემა.