იტალიური გამოცემა - გელაშვილმა „სპეციასთვის“ ყველაფერი გააკეთა #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - გელაშვილმა „სპეციასთვის“ ყველაფერი გააკეთა #1TVSPORT

ივა გელაშვილი „სპეციასთვის“ ჯერ ანტიგმირი იყო, შემდეგ კი გმირი გახდა – საქართველოს ნაკრების მცველმა „მოდენასთან“ სერია B-ს წლის ბოლო შეხვედრაში 64-ე წუთზე პენალტი აიკიდა და მეტოქე დაწინაურდა, მაგრამ 90+2-ე წუთზე თავად გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა.

იტალიური გამოცემამ Cittadellaspezia გელაშვილს 6 ქულა დაუწერა, ქართველის თამაში განიხილა და შეცდომის მიუხედავად, დადებითად შეაფასა.

„გელაშვილმა დიდი იდეებისგან დაცლილ „სპეციაში“ ყველაფერი გააკეთა – კარგიც და ცუდიც. დაცვაში ღირსეული იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ შემდეგ საქმე გააფუჭა მძიმე შეცდომით, როდესაც „მოდენამ“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. თითქოს თამაში ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ ბოლო ძალებით საჯარიმოში შევარდა და ბურთი კარში ნამდვილი თავდამსხმელივით გაიტანა“, – წერს იტალიური გამოცემა.

„ეს უფრო მეტია ვიდრე საჩუქრების დღე, ეს ქართული შობა იყო, რომელიც 7 იანვარს აღინიშნება. საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა ივა გელაშვილმა გააკეთა ყველაფერი, ჯერ წვრილმან დარღვევაზე პენალტი აიკიდა, რომელმაც „მოდენას“ უპირატესობა მიანიჭა, შემდეგ კი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა სერია B-ს გუნდში ზაფხულში, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ „საბურთალოდან“ გადავიდა და „სპეციას“ ფორმა ხუთჯერ მოირგო, სამჯერ ძირითადში ითამაშა და პირველი გოლი გაიტანა.