იტალიურ ტურნეში „შავი ლომი“ მეორე მატჩს „ბენეტონთან“ გამართავს - რიჩარდ კოკერილმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
„შავი ლომის“ სამწვრთნელო შტაბმა იტალიური ტურნეს მეორე შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. „ძებრე პარმასთან“ 12:26 წაგებული მატჩის შემდეგ რიჩარდ კოკერილმა სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა.
შალვა აფციაურმა ფულბეკის პოზიციიდან, ალექსანდრე თოდუას ნაცვლად, ფრთაზე გადაინაცვლა, მის ადგილზე კი მარქაფადან ოთარ მეტრეველი დაწინაურდა. ცენტრში ზაურ ლუტიძეს თორნიკე კახოიძე შეცვლის.
ისევე როგორც „ძებრე პარმასთან“ მატჩის დროს, შეცვლები ამ შეხვედრაშიც შეუზღუდავი იქნება.
„შავი ლომისა“ და „ბენეტონის“ შეხვედრა ტრევიზოში, „სტადიო მონიგოზე“ თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
„შავი ლომის“ შემადგენლობა:
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი კერვალიშვილი, 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. ლუკა თაყაიშვილი, 24. ამირან შვანგირაძე, 25. ზაურ ლუტიძე, 26. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 27. თამაზ ჭამიაშვილი, 28. ბადრი ციხისთავი, 29. გიორგი ნიკოლაძე, 30. ალექსანდრე თოდუა.