თბილისში, „ბენდელას“ სტადიონზე საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მიერ ორგანიზებული „აუდის თასის“ გათამაშება დასასრულს უახლოვდება.
გაიმართა ნახევარფინალური შეხვედრები და ცნობილი გახდა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მთავარი პრიზისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
მესამე ტურში „ვერონას“ აკადემიის გუნდმა აზერბაიჯანის „საბაჰი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო „ლევანტეს“ მომავალმა თაობამ დაძაბულ ბრძოლაში „საბურთალოს“ 2:1 აჯობა. ამგვარად, ფინალში, რომელსაც „საბურთალო“ მასპინძლობს, „ლევანტე“ და „ვერონა“ ითამაშებენ.
ტურნირის ბოლო დღეს, მესამე ადგილისათვის „საბურთალო“ „საბაჰს“ დაუპირისპირდება – შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება გადამწყვეტ მატჩს – „ლევანტესა“ და „ვერონას“ ფინალური მატჩი სტარტს 16:30 საათზე აიღებს.