იტალიის ტოპკლუბებმა სერია A-ში გუნდების შემცირებას დაუჭირეს მხარი #1TVSPORT
იტალიის სერია A შეიძლება 20-დან 18 გუნდამდე შემცირდეს, – იტყობინება ჟურნალისტი დანიელე მარი.
აღნიშნავენ, რომ ამ ინიციატივით გამოვიდა იტალიური ფეხბურთის სამი ტოპკლუბი: „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“.
შეხვედრა გაიმართა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, გაბრიელე გრავინასთან. „ინტერს“ წარმოადგენდა გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა, „იუვენტუსს“ – გენერალური დირექტორი მაურისიო სკავანვინო და მენეჯერი ფრანჩესკო კალვო, „მილანს“ – პრეზიდენტი პაოლო სკარონი.