იტალიის თავდაცვის მინისტრი – მშვიდობა მაშინ იქნება, როცა პუტინი დარწმუნდება, რომ სიტუაცია ჩიხშია და წინსვლა აღარ შეუძლია

13:34, 17.10.2026

იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან სატელიტურ სისტემებსა და სადაზვერვო მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა, რომლებსაც უკრაინა რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად იყენებს, „სერიოზული შეცდომაა“.

კროზეტოს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ნებისმიერი მსგავსი ნაბიჯი „აბსოლუტურად უაზროა“ და მშვიდობის დამყარებას ვერ შეუწყობს ხელს.

„მშვიდობა მაშინ იქნება, როცა პუტინი დარწმუნდება, რომ სიტუაცია ჩიხშია და წინსვლა აღარ შეუძლია“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.

კროზეტომ აღნიშნა, რომ თუ პუტინი უკრაინის მხრიდან სისუსტეს დაინახავს, ის დაიჯერებს, რომ გაიმარჯვებს. მისივე თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინის რესურსებისგან გამოთიშვა სწორედ ამ სისუსტეს გააჩენს. იტალიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის იტალიის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება, „ვიდრე მოქმედი მთავრობა ხელისუფლებაში იქნება“.

მსგავსი