იტალიის სპორტის მინისტრი - სეზონის განახლებაზე ჯერ ლაპარაკიც არ ყოფილა
იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ აზრი გამოთქვა კორონავირუსის ფონზე სავარჯიშო პროცესის განახლების შესახებ.
„ვნახე რამდენიმე უცნაური ახალი ამბავი, მაგრამ არაფერი შეცვლილა იმაზე მეტი, რასაც ყოველთვის ვამბობდი ფეხბურთის შესახებ: გუნდების ვარჯიშები არ განახლდება 18 მაისამდე. სეზონის გაგრძელებაზე ჯერ ლაპარაკიც არ ყოფილა.
მაპატიეთ, მაგრამ ამ მომენტისთვის ვამჯობინებ სპორტის სხვა სახეობებსა და სპორტულ კომპლექსებზე კონცენტრირებას, რომლებიც, რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას!“ – განაცხადა სპადაფორამ.
შეგახსენებთ, რომ ოთხი მაისიდან იტალიაში ინდივიდუალური ვარჯიშები ნებადართული იქნება.