იტალიის სპორტის მინისტრი – სეზონის განახლებაზე ჯერ ლაპარაკიც არ ყოფილა

13:29, 04.05.2020

იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ აზრი გამოთქვა კორონავირუსის ფონზე სავარჯიშო პროცესის განახლების შესახებ.

„ვნახე რამდენიმე უცნაური ახალი ამბავი, მაგრამ არაფერი შეცვლილა იმაზე მეტი, რასაც ყოველთვის ვამბობდი ფეხბურთის შესახებ: გუნდების ვარჯიშები არ განახლდება 18 მაისამდე. სეზონის გაგრძელებაზე ჯერ ლაპარაკიც არ ყოფილა.

მაპატიეთ, მაგრამ ამ მომენტისთვის ვამჯობინებ სპორტის სხვა სახეობებსა და სპორტულ კომპლექსებზე კონცენტრირებას, რომლებიც, რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას!“ – განაცხადა სპადაფორამ.

შეგახსენებთ, რომ ოთხი მაისიდან იტალიაში ინდივიდუალური ვარჯიშები ნებადართული იქნება.

მსგავსი