იტალიის სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების მწარმოებელთა გაერთიანება - კორონავირუსის გამო ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდა
იტალიის სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების მწარმოებელთა გაერთიანება - კორონავირუსის გამო ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდა

კორონავირუსის გამო იტალიაში მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდა, – ამის შესხებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც იტალიის სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების მწარმოებელთა გაერთიანებამ გამოაქვეყნა.

ანგარიში მომზადებულია იმ საქველმოქმედო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ღარიბ მოქალაქეებს უფასო საკვებსა და პროდუქტების კალათას სთავაზობენ.

ამ ორგანიზაციების მონაცემებით, პანდემიის დაწყების შემდეგ მათთან მიმართვიანობა 40 პროცენტით გაიზარდა. საერთო ჯამში, იმ იტალიელების რიცხვი, რომელთაც კვებისთვის ფულადი სახსრები არ ჰყოფნით 3,7 მილიონს შეადგენს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კორონავირუსმა ყველაზე მეტად იტალიის ჩრდილოეთი დააზარალა, თუმცა კარანტინით გამოწვეული ეკონომიური ზარალი ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში იგრძნეს.

ღარიბი მოქალაქეების რიცხვი კამპანიაში 20, კალიბრიაში 14, ხოლო სიცილიაზე 11 პროცენტით მოიმატა.

ლომბარდიაში, სადაც კორონავირუსს ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა, სიღარიბის დონე ცხრა პროცენტითაა გაზრდილი.