იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშე დიმარკო გახდა, მწვრთნელი – ფაბრეგასი #1TVSPORT

16:31, 03.09.2026

იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ 2025/26 წლების სერია A-ს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად „კომოს“ დამრიგებელი, სესკ ფაბრეგასი დაასახელა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად – ფედერიკო დი მარკო.

გამარჯვებულები უშუალოდ ფეხბურთელების კენჭისყრის შედეგად გამოვლინდნენ, დაჯილდოების ცერემონია კი მილანში, „ლა სკალაში“ გაიმართა.

39 წლის ესპანელი სპეციალისტი „კომოს“ 2024 წლიდან უდგას სათავეში. გასულ სეზონში მისმა გუნდმა 71 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა და კლუბის ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური.

რაც შეეხება დიმარკოს, ის „ინტერთან“ ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა. იტალიელმა მცველმა 35 მატჩი 8 გოლი გაიტანა.

სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:

საუკეთესო მოთამაშე: ფედერიკო დიმარკო („ინტერი“)

საუკეთესო მწვრთნელი: სესკ ფაბრეგასი („კომო“)

საუკეთესო კლუბი: „ინტერი“

საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე: ნიკო პასი („კომო“)

საუკეთესო გოლის ავტორი: ფრანცისკო კონსეისაო (“იუვენტუსი“)

მსგავსი