იტალიის სასამართლომ საბაგიროს ჩამოვარდნის საქმეზე დაკავებული სამი პირი საპატიმროდან გაათავისუფლა, მათგან ერთს კი შინაპატიმრობა შეუფარდა
იტალიის სასამართლომ საბაგიროს ჩამოვარდნის საქმეზე დაკავებული სამი პირი საპატიმროდან გაათავისუფლა, მათგან ერთს კი შინაპატიმრობა შეუფარდა

იტალიის სასამართლომ საბაგიროს ჩამოვარდნის საქმეზე დაკავებული სამი პირი საპატიმროდან გაათავისუფლა, მათგან ერთს კი შინაპატიმრობა შეუფარდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

იტალიის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს არაგანზრახ მკვლელობისა და დაუდევრობის მუხლით. შინაპატიმრობაში მყოფი პირი საბაგიროს მომსახურების მენეჯერია.

შემთხვევა ჩრდილოეთ იტალიაში, ტბა მაჯორეს მახლობლად მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბაგიროს კაბინა მთა მოტარონეს სიახლოვეს ჩამოვარდა. გარდაიცვალა 14 ადამიანი. ერთადერთი გადარჩენილი კაბინაში მყოფი ხუთი წლის ბავშვია, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.