იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთთან კონფლიქტის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გავრცელება თავიდან უნდა იქნეს აცილებული
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრი სიბიგასა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანტონიო ტაიანის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა აღმოსავლეთ ლიბიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციების გამო, რომლებზეც პასუხისმგებლობა უკრაინის მთავრობამ აიღო. ანტონიო ტაიანიმ უკრაინელ კოლეგასთან საუბრის დროს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იტალიის ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული რუსეთთან კონფლიქტის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გავრცელება.
იტალიას მიაჩნია, რომ აუცილებელია ლიბიის სუვერენიტეტის პატივისცემა და ქვეყნის სტაბილურობის, ერთიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად მუშაობის გაგრძელება. ტაიანის თქმით, იტალია კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას გაერო-ს ძალისხმევის მიმართ.
ტაიანიმ თავის უკრაინელ კოლეგას დაუდასტურა, რომ იტალია გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზაზე.