იტალიის მთავრობა თურქეთისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვის დეკრეტს უახლოეს საათებში მიიღებს
იტალიის მთავრობა თურქეთისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვის დეკრეტს უახლოეს საათებში მიიღებს

იტალია თურქეთისთვის იარაღის მიწოდების კონტრაქტებს გადახედავს. შესაბამისი განცხადება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ გააკეთა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იტალიის მთავრობა თურქეთისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვის შესახებ დეკრეტს უახლოეს საათებში მიიღებს.

ამასთან დი მაიომ განმარტა, რომ დეკრეტში საუბარი იქნება თურქეთთან სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს წამოიწყო. ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი ამის გამო თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების ინიციტივით გამოვიდა.