პრემიერის პოსტიდან გადადგომის შესახებ ჯუზეპე კონტეს მიმართვა იტალიის პრეზიდენტმა დააკმაყოფილა
პრემიერის პოსტიდან გადადგომის შესახებ ჯუზეპე კონტეს მიმართვა იტალიის პრეზიდენტმა დააკმაყოფილა

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან  გადადგომის შესახებ ჯუზეპე კონტეს მიმართვა იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ  უკვე დააკმაყოფილა.

ჯუზეპე კონტე პრეზიდენტს რომში ოფიციალურ რეზიდენციაში ესტუმრა.

დღეს, იტალიის დროით 16:00 საათზე, სხვადსხვა პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები დაიწყება, სადაც ახალი მმართველი პარტიის ფორმირებასა და ვადამდელი არჩევნების საკითხს განიხილავენ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ თანამდებობა გუშინ, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო დატოვა.

იტალიაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც 8 აგვისტოს, ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთაურმა, მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ მმართველი პარტია აღარ არსებობს და მთავრობას ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.