იტალიის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, იქამდე იმოქმედონ, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება

00:56, 28.03.2020

მედიაში იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას ვიდეო მიმართვა გავრცელდა, სადაც ის ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, იქამდე იმოქმედონ, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ვიდეომიმართვა შავი მასალაა, რადგან ერთ-ერთ მონაკვეთში პრეზიდენტს კამერის უკან მდგომი ადამიანი ეუბნება, რომ თმა შეისწოროს, რაზეც მატერალა ასე პასუხობს: „ეჰ ჯოვანი, მე ხომ თმის შესაჭრელად წასვლაც არ შემიძლია“.

მსგავსი