იტალიის პრემიერი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს
იტალიის პრემიერი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

როგორც ჯორჯია მელონი მისალოც წერილში აღნიშნავს, იტალიასა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება იმ საერთო ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც, პირველ რიგში. აისახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერით.

„იტალიის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, მინდა, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა. იტალიასა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება იმ საერთო ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც, პირველ რიგში, აისახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერით. ჩვენ გავაგრძელებთ, წინ აღვუდგეთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესრიგის ამ ფუნდამენტურ პრინციპს.

ჩვენი შეხედულებების იდენტურობა ასევე წარმოდგენილია იტალიის მხარდაჭერით საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ, რაც დასტურდება გასული წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საბოლოოდ აღიარებული წევრობის კანდიდატის სტატუსით, რომლის სასარგებლოდ იტალია მუდმივად მუშაობდა შესაბამის ევროპულ სტრუქტურებში.

ამ საფუძვლებზე დაყრდნობით, მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთად ვიმუშაოთ იმ მჭიდრო კავშირების გასაღრმავებლად, რომლებიც გვაერთიანებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ დონეზე, ამავდროულად, იტალიური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებით, ამბიციური რეფორმის განსახორცილებლად, სადაც საქართველოს ინსტიტუციები დაკავებულები არიან ევროპულ გზაზე წინსვლით. კიდევ ერთხელ, გულწრფელად გილოცავთ და გამოვხატავ თქვენ მიმართ ჩემს პატივისცემას“, – აღნიშნულია იტალიის პრემიერის მილოცვაში.