იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობაზე დარჩენის პირობად, კოალიციური პარტნიორებისგან ერთიანობას მოითხოვს
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობაზე დარჩენის პირობად, კოალიციური პარტნიორებისგან ერთიანობას მოითხოვს

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობაზე დარჩენის პირობად, კოალიციური პარტნიორებისგან ერთიანობას მოითხოვს.

სენატში სიტყვით გამოსვლისას მარიო დრაგიმ წარადგინა ის საკითხები და გამოწვევები, რომლებიც ამჟამად იტალიის წინაშეა, მათ შორის სოციალური უთანასწორობა, მზარდი ფასები და უკრაინაში მიმდინარე ომი. პრემიერი პოლიტიკური პარტიებისგან მხარდაჭერას მოითხოვს.

მარიო დრაგიმ გადადგომის შესახებ განცხადება გასულ კვირას მას შემდეგ დაწერა, რაც „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ენერგეტიკის საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა და ამით მთავრობის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.