იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ქალაქ ვერონას მერი გახდა. ლაპარაკია დამიანო ტომაზიზე, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შესახებ წერს გამოცემა Gazzetta dello Sport.
ფინალურ ტურში 48 წლის იტალიელმა ხმების 54,4% პროცენტი მოაგროვა, მისმა კონკურენტმა ფედერიკო ზბორიანამ – 46,6%. აღსანიშნავია, რომ ტომაზი არ შედის რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, მაგრამ ზომიერად მემარცხენე ძალების მხარდაჭერა გააჩნია.
კარიერის განმავლობაში ტომაზი „ვერონაში“, „რომაში“, „ლევანტეში“, „ქუინზ პარკსა“ და „ტიანძინში“ თამაშობდა. მას 25 მატჩი აქვს ჩატარებული იტალიის ნაკრებში.