იტალიის ნაკრები ზაფხულის ტესტ მატჩებზე საქართველოს ეწვევა #1TVSPORT
იტალიის ნაკრები ზაფხულის ტესტ მატჩებზე საქართველოს ეწვევა #1TVSPORT

2021 წლის სანაკრებო ტესტები დასასრულს უახლოვდება და რა თქმა უნდა, ნაკრებები უკვე იწყებენ ფიქრს მომავალ წელზე.

იტალიური სარაგბო გამოცემა onrugby.it ქართული რაგბისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, – იტალია ზაფხულის ტესტ მატჩებზე საქართველოს ეწვევა.

როგორც წყარო იტყობინება, ინფორმაცია „გაზეტა დელო სპორტის“ ჟურნალისტ სიმონე ბატაჯიაზე დაყრდნობით ვრცელდება.

2022 წელს იტალიას 3 სანაკრებო ტურნე ექნება. პირველი – 6 ერი, რომელიც თებერვლიდან მარტის ჩათვლით გაიმართება, მეორე – საზაფხულო ტურნეს ფარგლებში „აძური“ საქართველოსა და რუმინეთს ეწვევა, რაც შეეხება მესამე ტურნეს – შემოდგომის ტესტებზე სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიასა და მეორე რანგის ქვეყანას უმასპინძლებენ.

აქამდე იტალიას მხოლოდ ორჯერ შევხვდით – 2003 და 2018 წლებში, სამწუხაროდ, ორივეჯერ დავმარცხდით. პირველ შემთხვევაში 22-31, მეორე ჯერზე კი 17-28.