იტალიის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
იტალიის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

კონორ ო’ში იტალიის მორაგბეთა ეორვნული ნაკრებიდან წავიდა. ირლანდიელ სპეციალისტს კონტრაქტი 2020 წლის მაისში უმთავრდებოდა, თუმცა იგი დაკავებული თანამდებობიდან ნახევარი წლით ადრე გადადგა.

„მე მიყვარს ყველა წუთი რომელიც იტალიის ნაკრებში გავატარე. ჩვენ დავიწყეთ პროცესი, რომელიც აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ოთხწლიანი ციკლის დასასრულს, ვფიქრობ საუკეთესო დროა იმისთვის რომ წახვიდე. მე ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღე, უამრავი მეგობარი შევიძნე. გულწრფელად მჯერა და იმედი მაქვს რომ იტალიის ნაკრებს არ ვტოვებ ცუდ მდგომრეობაში“ – განაცხადა იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა

კონორ ო’ში იტალიის მორაგბეთა ეორვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2016 წლიდან მუშოაბდა. მისი ხელძღვანელობით გუნდმა 40 მატჩი გამართა, საიდანაც 31 შეხვედრაში დამარცხდა, 9 მატჩში კი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად ირლანდიელი სპეციალისტი მუშაობას ინგლისის რაგბის კავშირში გააგრძელებს, სადაც რაგბის პროფესიული განვითარების კომიტეტს უხელმძრვანელებს.