იტალიის მთავრობის ცნობით, კორონავირუსს ლომბარდიაში მეორე მსოფლიო ომთან შედარებით 5-ჯერ მეტი მსხვერპლი მოჰყვა
იტალიის მთავრობის ცნობით, კორონავირუსს ლომბარდიაში მეორე მსოფლიო ომთან შედარებით 5-ჯერ მეტი მსხვერპლი მოჰყვა

იტალიის მთავრობის ცნობით, კორონავირუსს ლომბარდიაში მეორე მსოფლიო ომთან შედარებით 5-ჯერ მეტი მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ განცხადება კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა.

მისი თქმით, 1940-დან 1945 წლამდე პერიოდში, დაბომბვების შედეგად 2000 ადამიანი დაიღუპა, კორონავირუსს კი ჩრდილოეთ ლომბარდიაში 5-ჯერ მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ლომბარდიაში ინფექციით გამოწვეულ დაავადებას 12 000 ადამიანი ემსხვერპლა.

სულ იტალიაში კორონავირუსით 23 000-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.