იტალიის მთავრობა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობას შეზღუდავს და სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარებას აკრძალავს

17:09, 20.09.2026
Screenshot

Screenshot

იტალიის მთავრობა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობას შეზღუდავს და სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარებას აკრძალავს.

როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია  მელონიმ განაცხადა, კანონპროექტს უახლოეს პერიოდში მინისტრთა საბჭოს სხდომაზე წარადგენენ.

მისივე თქმით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს იტალიური ენის სავალდებულო შესწავლას იმ უცხოელი მოსწავლეების მშობლებისთვის, რომელთა შვილებსაც იტალიურ სასკოლო სისტემაში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი სირთულეები აქვთ.

„უახლოეს პერიოდში მინისტრთა საბჭოს სხდომაზე წარდგენილი იქნება კანონპროექტი, რომელიც კლასში უცხოელი მოსწავლეების მაქსიმალურ რაოდენობას კანონით განსაზღვრავს. ის ასევე უცხოელი მოსწავლეების მშობლებს, რომელთა შვილებსაც სასკოლო სისტემაში ინტეგრაციის სერიოზული სირთულეები აქვთ, იტალიური ენის შესწავლას მოსთხოვს და სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარებას აკრძალავს“ , – განაცხადა მელონიმ.

მელონის არ დაუკონკრეტებია, რამდენი უცხოელი მოსწავლის ყოფნა იქნება დაშვებული ერთ კლასში.

ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სკოლებში უნდა აიკრძალოს ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც სრულად ფარავს სახეს, მათ შორის ბურკისა და ნიქაბის.

„სკოლაში სახე ღია უნდა იყოს და იტალიაში ვერავინ, ნამდვილი თუ გამოგონილი ტრადიციის სახელით, ვერ გადაწყვეტს, რომ ახალგაზრდა ქალმა საკუთარი თავი უნდა დაფაროს“, – განაცხადა მელონიმ.

როგორც ,,როიტერი” წერს, იტალიის სკოლებში მოსწავლეების 11.6%-ს იტალიის მოქალაქეობა არ აქვს.

მსგავსი