იტალიის ლაციოს რეგიონში „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის რეგისტრაციის ვებგვერდზე კიბერთვადასხმა განხორციელდა
იტალიის ლაციოს რეგიონში „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის რეგისტრაციის ვებგვერდზე კიბერთვადასხმა განხორციელდა

იტალიის ლაციოს რეგიონში „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის რეგისტრაციის ვებგვერდზე კიბერთვადასხმა განხორციელდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ლაციოს რეგიონულ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლაციოს მთავრობის ცნობით, ძლიერი ჰაკერული თავდასხმის შედეგად დეაქტივირებულია სისტემები, მათ შორის ადგილობრივი ჯანდაცვისა და ვაქცინაციის პორტალები. ხელისუფლება მოსახლოებას აფრთხილებს, რომ ვაქცინაციის პროცესში შესაძლოა, შეფერხება იყოს.

იტალიური სააგენტო „ანსას“ ინფორმაციით, შემთხვევას იტალიის საფოსტო პოლიცია და რომის პროკურატურა სწავლობს.