იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე შვიდი მიგრანტი გარდაიცვალა
იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე შვიდი მიგრანტი გარდაიცვალა

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე შვიდი მიგრანტი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მაშველები 10 ადამიანს ეძებენ. რვა მეტრის სიგრძის ნავიდან მაშველებმა 46 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

არსებული მონაცემებით, მიგრანტები ტუნისიდან ევროპისკენ მიემართებოდნენ.

ამასთან, იტალიური მედიის ინფორმაციით, კუნძულ ლამპედუზას გასული ღამით ოთხი ნავი მიადგა, რომლებზეც 250-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან იტალიაში ხმელთაშუა ზღვის გავლით არალეგალური გზით 19 800-მდე მიგრანტი ჩავიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6 700-ს შეადგენდა.