იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პოსტი შეინარჩუნა
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პოსტი შეინარჩუნა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ აირჩიეს გაბრიელე გრავინა.

როგორც ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს, გრავინამ ხმების 73.45 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა კოზიმო სიბილიამ – 26.25 პროცენტი.

67 წლის გრავინა მომდევნო ოთხი წელი უხელმძღვანელებს იტალიის ფეხბურთის ფედერაციას. პირველად ის ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი 2018 წლის ოქტომბერში გახდა.